9 ოქტომბერი, 2017

“კინოსექტორი თუ ადუღდა, მათ ვეღარავინ შეაჩერებს”

აცხადებს პროდიუსერი თამაზ ორაშვილი და ბიუჯეტის განხილვისას პარლამენტარებს და მთავრობის წევრებს ქართული ფილმის წარმატებების გათვალისწინებას ურჩევს:

“ძვირფასო პარლამენტარებო და მთავრობის წევრებო! ვიცით, რომ საპარლამენტარო კომიტეტებში მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის განხილვა.

კინოსექტორი, რომლის წარმატებებზე აღარ ვსაუბრობ, ნელ-ნელა თუხთუხებს, და თუ ადუღდა, მერე მათ ვეღარავინ შეაჩერებს. ასე, რომ კარგად დაფიქრდით, აწონ-დაწონეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.”