1 ოქტომბერი, 2017

“იცნობდეთ საქართველოს მტერს”

ბოლო დღეებია ფართო საზოგადოების ყურადღება მთლიანად X საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული საკათედრო ეკლესიის – კუმურდოს ტაძრისკენ და იქ განვითარებული მოვლენებისკენ არის მიპყრობილი.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ამ თემასთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას აქვეყნებს:

“იცნობდეთ საქართველოს მტერს და ჯავახეთის მითვისების ერთ-ერთ იდეოლოგს, თბილისში მოკალათებულ კაიაფას მემკვიდრეს: საქართველოში სომხური ეკლესიის ეპარქიის მმართველი, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი…

მას ეკისრება პასუხისმგებლობა გუშინდელ ინციდენტზე, როგორც მათ სულიერ წინამძღოლს და წამქეზებელს. მე წინა თვეებში ვწერდი, რომ საქართველოს სომხური ეპარქიის ოფიციალურ საიტზე კუმურდოს კათედრალი სომხურ ტაძრადაა წარმოდგენილი. ასე რომ, იმ უსწავლელ ხალხს სოფელ კუმურდოში ეს შავრაზმელი ფარისეველი აქეზებს…

აქვე წარმოგიდგენთ მათი ეპარქიის საიტზე დადებულ დეზინფორმაციულ სტატიას კუმურდოზე, სქრინები ძველი არ გეგონოთ, დღევანდელია… ასევე წარმოგიდგენთ სტატიას ქალაქ ახალციხის შესახებ, დასკვნები თქვენთვის მომინდვია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეპარქიის საიტის ამ ანტიქართულ სტატიებზე წინა თვეებში დავწერე ღიად, სიტუაცია არ შეცვლილა. როგორც ჩანს, ის ქართული უწყებები, რომლებსაც უნდა მიეღოთ შესაბამისი ღონისძიებები, უმოქმედონი არიან…”