18 ოქტომბერი, 2017

“იმაზე მეტი რაა სირცხვილი…”

მედია-კავშირი ობიექტივის პროდიუსერი ანი კიკნაძე ატენის სიონის გვერდით მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს:

“ასე ექცევიან კულტურულ მემკვიდრეობას ჩვენს ქვეყანაში. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ატენის სიონის გვერდით, ეს მშენებლობა, რომელსაც ვერაფერი გაამართლებს, შეჩერდა, რადგან მედია გააქტიურდა, დღეს კი უკვე მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

იმაზე მეტი რაა სირცხვილი, რომ ასეთ ძეგლს არც ერი უფრთხილდება და არც ბერი. კულტურის სამინისტროზე აღარაფერს ვამბობ. უსაქმურების კანტორად იქცა სამინისტრო და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.

კონსტიტუციაშიც ხომ გახსოვთ კულტურული მემკვიდრეობის საკითხი, როგორ მიფუჩეჩდა…

ეს ფოტოები ცოტა შორიდანაა გადაღებული და ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები თუ არ გავაქტიურდებით, ხვალ აღარაფერი დაგვრჩება უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობიდან, რაც სხვათაშორის, არც ანთიძეს შეუქმნია, არც გიორგაძეს და არც ამ სიმახინჯის ავტორებს და მომწონებლებს, ვინც გადაწყვიტა, რომ ატენის სიონთან ასე ახლოს კომფორტი უნდა წამოიჭიმოს.”