3 ოქტომბერი, 2017

ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე ახალქალაქში აღინიშნება

„ეროვნული იმპერატივის“ მიერ ინიცირებული, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო პროექტი „ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენი” გრძელდება!

საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ ამ დრომდე რჩება ერთადერთ ორგანიზაციად საქართველოს მასშტაბით, გარდა ილია ჭავჭავაძის საგურამოსა და ყვარლის სახლ-მუზეუმებისა, რომელიც ილია ჭავჭავაძის იუბილეს აღნიშნავს, მით უფრო ქვეყნის მასშტაბით და ცალსახად პირველი ორგანიზაცია, რომელმაც ამ წლის აღნიშვნა ჯერ კიდევ აპრილის დასაწისიდან დაიწყო პროექტით „ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენი“.

აღნიშნული პროექტი 3 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე 18 მუნიციპალიტეტში განხოციელდა, ესენია: ქალაქი ქუთაისი და ქალაქი ბათუმი, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ახმეტის (პანკისი), მცხეთის (საგურამოში), ზესტაფონის, წყალტუბოს, ახალციხის (ქალაქ ვალეში), ნინოწმინდის, ხულოს, აბაშის, წალენჯიხის (ქალაქ ჯვარში), მარტვილის და ცაგერის მუნიციპალიტეტები.

პროექტის ფაგლებში, რიგით მე-19 ღონისძიება გამოფენა „ილია ჭავჭავაძე სახვით ხელოვნებაში“ და სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“ 3 ოქტომბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში იქნება წარმოდგენილი.

პროექტის პარტნიორები არიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელწიფო თეატრი და ადგილობრივი თვითმმართველობები.

პროექტი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობითაც გამოირჩევა – რეგიონებში არსებული არასახარბელო სოციალური ფონის გათვალისწინებით, რათა დაინტერესებულ პირებს და ღონისძიებაზე დასწრების მსურველთ არ შეექმნათ არანაირი შეფერხება, ყოველ მუნიციპალიტეტში პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძებებზე დასწრება თავისუფალია.