7 ოქტომბერი, 2017

ელისო ვირსალაძის დაუვიწყარი კონცერტი თელავში

8 ოქტომბერს 19 საათზე მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში კამერული მუსიკის კონცერტს წარმოადგენს. კონცერტი ედუარდ ბრუნერის ხსოვნას მიეძღვნება.

მსმენელის წინაშე წარსდგებიან ლეგენდარული ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე და დავით ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი მევიოლინეების ანდრეი ბარანოვის და როდიონ პეტროვის, ალტისტის ფედორ ბელუგინის და ჩელისტის ალექსეი ჟილინის შემადგენლობით.

საკონცერტო პროგრამაშია ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის №1 მი მინორი K.304, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის № 4 დო მაჟორი თხზ.102, რობერტ შუმანის ადაჟიო და ალეგრო თხზ. 70, რობერტ შუმანის სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის № 1 ლა მინორი თხზ 105 და ანტონინ დვორჟაკის საფორტეპიანო კვინტეტი ლა მაჟორი თხზ.81.