8 ოქტომბერი, 2017

გრიგოლ ყიფშიძის გრანპრი შვეიცარიაში

“იქს ფაქტორის” ფინალისტმა 12 წლის გრიგოლ ყიფშიძემ კიდევ ერთ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია.

მომღერალმა შვეიცარიაში სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე starsvoices მთავარი პრიზი – გრანპრი მოიპოვა.

კონკურსზე დასწესებულ სამ კატეგორიაში 9 ქვეყნის 22 მომღერალი მონაწილეობდა. ჟიურის გადაწყვეტილებით ფინალისტებიდან გრანპრი საქართველოს წარმომადგენელს გრიგოლ ყიფშიძეს მიენიჭა.

გრიგოლ ყიფშიძე წელს საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს, რომელიც თბილისში ჩატარდება. საკონკურსო სიმღერა მისთვის გიგა კუხიანიძემ დაწერა.