19 ოქტომბერი, 2017

ბათუმში ღამის კლუბი დაიწვა

ბათუმის ბულვარში, სანაპიროზე კლუბი Boom Boom Beach-ი დაიწვა.

უნივერსიტეტის წინ, სანაპიროზე მდებარე კლუბი სეზონურად მუშაობს, ამიტომ ის დაკეტილი იყო და მეპატრონეებს ინვენტარიც მთლიანად გატანილი ჰქონდათ. ღამის კლუბის ხის კონსტრუქცია მთლიანად დაიწვა.

ღამის კლუბში გაჩენილი ხანძარი გამვლელებმა შეამჩნიეს და სახანძრო სამსახურს შეატყობინეს. ცეცხლი 5-მა სახანძრო ბრიგადამ ჩააქრო.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.