28 ოქტომბერი, 2017

“ამ ბავშვზე უფრო დღეს არავინ არ მეცოდება”

აცხადებს მხატვარი გია ეძგვერაძე და ოთო ბეზარეშვილის ვიდეოს აქვეყნებს:

“ყველაზე უტვინო, უგემოვნო და კულტურულ ქვესკნელში გადაჩეხილი ერი ვართ – ამ ბავშვზე უფრო დღეს არავინ არ მეცოდება – აი, აფრიკაში რომ იბადებიან ისინიც კი!

რატომ? სინათლის შანსით დაიბადო და შავ გამოქვაბულში გექაჩებოდნენ (მშობლები და სახელმწიფო) ამაზე უბედურება რა შეიძლება იყოს!

ამას რომ გაგიკეთებს მშობელი!!!

ძალიან მძიმე სურათია – ეს დროით უკვე სრულიად ჩარეცხილი პატრიარქატის მარაზმი ბავშვის კისერზე!”