Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

შეხედე შენს ნამუშევარს გვერდიდან

7 ოქტომბერი, 2017

შეხედე შენს ნამუშევარს გვერდიდან8 ოქტომბერს, 12:00 საათიდან „SPACEHALL”-ში (მისამართი: აკაკი წერეთლის 2), საქართველოში უკვე მეორედ, GIPA-ს ორგანიზებით სარეკლამო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ივენთი Portfolio Review ჩატარდება.

ამავე საღამოს, GIPA-ს ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების მეთორმეტე ყოველწლიური ცერემონია გაიმართება.

Portfolio Review ეს არის ღია ღონიძიება, რომელშიც მონაწილეობის მიღება სარეკლამო ინდუსტრიით და ვიზუალური კომუნიკაციით დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას შეუძლია და მათი ასაკი 18-28 წლით განისაზღვრა. პირები რეგისტრაციისთვის უნდა ეწვიონ ვებგვერდს: portfolioreviewtbilisi.gipa.ge. მონაწილეობის მიღება უფასოა.

Portfolio Review-ს მიზანია შემოქმედებით ახალგაზრდებს საშუალება მისცეს (face to face) საკუთარი ნამუშევრები დარგის პროფესიონალებს წარუდგინონ (კრეატიული და არტ დირექტორები, კოპირაიტერები, დიზაინერები) და მათგან კონსტრუქციული შეფასებები და რჩევები მოისმინონ, რაც თავის მხრივ, მონაწილეებს განვითარებაში დაეხმარება.

Portfolio Review მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: არტ დაირექშენი, კოპირაიტინგი, ფოტო, ვიდეო, დიზაინი, ილუსტრაცია. კონსტრუქციულ შეფასებასთან ერთად, მონაწილეებმა შესაძლოა მიიღონ სამუშაო ადგილის შეთავაზება.

ჟიურის შეფასებების საფუძველზე, გამოვლინდება სამი საუკეთესო პორტფოლიოს ავტორი. ივენთის ბოლო, დასკვნით ნაწილში დაჯილდოვდებიან საუკეთესო პორტფოლიოს ავტორები, 2016-17 სასწავლო წლის GIPA-ს ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრისა და ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის საუკეთესო ლექტორები და სტუდენტები.

შეხედე შენს ნამუშევარს გვერდიდან