Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი მომღერლის ფურორი გერმანულ “ვოისში”

20 ოქტომბერი, 2017

ქართველი მომღერლის ფურორი გერმანულ "ვოისში"21 წლის ქართველმა მომღერალმა ნათია თოდუამ გერმანულ “ვოისში” ნამდვილი ფურორი მოახდინა.

ქართული და უკრაინული “იქს ფაქტორების” მონაწილემ, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა ახლა გერმანულ მუსიკალურ კონკურსში სცადა და წარმატებასაც მიაღწია.

ნათიას სიმღერის დაწყებისთანავე მუსიკალური პროექტის ოთხივე მწვრთნელი შემოუბრუნდა, დარბაზში დამსწრე საზოგადოებამ კი ქართველი მომღერალი მქუხარე აპლოდისმენტებით და შეძახილებით დააჯილდოვა.