Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“უარს ვამბობ თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდებაზე!”

8 ოქტომბერი, 2017

"უარს ვამბობ თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდებაზე!"პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდებაზე უარი განაცხადა.

“არტინფო” გთავაზობთ ნაწყვეტს პოეტის წერილიდან, რომელიც თიანეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს ქალბატონ ლელა ქიტესაშვილს გაუგზავნა:

“ქალბატონო ლელა,

…..შეიძლება სრულიად დამსახურებულად და შეიძლება არა, მეკუთვნოდეს თიანეთის საპატიო მოქალაქეობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, უარს ვამბობ თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდებაზე! არ მინდა და, არც მაქვს სურვილი თავი ვინმესგან დავალებულად ვიგრძნო, ან მავანმა და მავანმა ესეც თქვენ წინააღმდეგ გამოიყენოს, ვინაიდან, მე თქვენს გვერდით არ ვდგავარ!

მე ჩემი რაიონი და ჩემი უბრალო ხალხის სიყვარული მეტად მიღირს, ვიდრე საკუთარი თავისა და ჩემი ოჯახის რაიმე სახით უზრუნველყოფა. ვინც მიცნობს, კარგად იცის,რომ ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე არასოდეს მიცხოვრია ჩემს ხალხზე უკეთესად, არასოდეს მიმიჩნევია თავი სხვაზე აღმატებულად…

აქვე ღრმა პატივისცემას გამოვხატავ ჩემთვის მართლაც რომ ღირსეული საპატიო თიანელების მიმართ, რომელთაგან აბსოლუტურად ყველა ,- “არასაპატიო” თიანელის სწორად მიყვარს.

,,მადლიერების განცდითა” და პატივისცემით აწ უკვე ყოფილი “თიანეთის საპატიო მოქალაქე” ტარიელ ხარხელაური.”

"უარს ვამბობ თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდებაზე!"