Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სერგო ფარაჯანოვი საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს

9 ოქტომბერი, 2017

სერგო ფარაჯანოვი საუკეთესო რეჟისორად დაასახელესცნობილი რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი ბრიტანულმა გამოცემამ Varsity საუკეთესო რეჟისორად დაასახელა.

გამოცემამ მოამზადა სტატია, სადაც საუბარია ულამაზეს ფილმებზე, რომელთა სიუჟეტებიც არა მარტო უბრალო კადრებია ფილმებიდან, არამედ ვიზუალურ პოეზიას უტოლდება.

წერილში სერგო ფარაჯანოვი ლირიული კინოს ფუძემდებლად არის დასახელებული. რეჟისორის მიერ სოციალური რეალიზმის უარყოფამ გამოიწვია ის, რომ სერგო ფარაჯანოვის ფილმები აკრძალეს.

ჟურნალისტი არ მალავს, რომ რეჟისორის შემოქმედებიდან ორი ფილმი ყველაზე გამორჩეულია – “მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები” და “ბროწეულის ფერი”, თუმცა მისი აზრით, ”ბროწეულის ფერი” არის ფილმი, რომელიც ცდება ჩვეულებრივი ფილმის ჩარჩოებს და ის სულ სხვა განზომილებას მიეკუთვნება.