Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“სახეს” საჩუქარი მსმენელს

4 ოქტომბერი, 2017

"სახეს" საჩუქარი მსმენელსჯგუფი “სახე” წელს 20 წლის გახდა. იუბილე ჯგუფის წევრებმა დათო ხუჯაძემ და დათო ფორჩხიძემ გრანდიოზული კონცერტით აღნიშნეს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და მის წინ ვარსკვლავიც გაიხსნეს.

საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დათო ხუჯაძემ და დათო ფორჩხიძემ ახალი კლიპი გადაიღეს და გოგი ცაბაძის ცნობილი სიმღერა “ჩემო თბილის ქალაქო” ახლებური არანჟირებით ააჟღერეს.

სიმღერის ახლებური ვერსიის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო ჯგუფის POETRYN MOTION-ის ერთ-ერთმა წევრმა Michael Ameer-მა და სახის მუსიკალური სტუდიის გუნდმა.

კლიპის გადაღებები მშვიდობის ხიდზე, განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე და ძველი თბილისის ქუჩებში მიმდინარეობდა.