Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“როგორ მოგწონთ კონსერვატორიაზე აღმართული ოკუპანტის დროშა?!”

7 ოქტომბერი, 2017

"როგორ მოგწონთ კონსერვატორიაზე აღმართული ოკუპანტის დროშა?!"მსახიობი და მუსიკოსი ირაკლი ჩოლოყაშვილი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოტოს აქვეყნებს, სადაც რუსეთის დროშაა გამოფენილი:

“როგორ მოგწონთ ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაზე აღმართული ოკუპანტის დროშა?!

ვინც თვლით, რომ სახელმწიფო დაწესებულებაზე არ უნდა ფრიალებდეს ოკუპანტი სახელმწიფოს დროშა, მომწერეთ “პირადში”…

ვგეგმავთ მშვიდობიან ვიზიტს კონსერვატორიის ხელმძღვანელობასთან, რათა მოვითხოვოთ დროშის ჩამოხსნა…

იმედს ვიტოვებ, რომ გამოვნახავთ საერთო ენას და ამ ეტაპზევე ჩავაცხრობთ ამ მღელვარებას…”