Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნაპოვნი ნივთებით შექმნილი უნიკალური ხელოვნება

22 ოქტომბერი, 2017

ნაპოვნი ნივთებით შექმნილი უნიკალური ხელოვნება29 ოქტომბერს 18 საათზე, თბილისში, უზნაძის 13 ნომერში მდებარე iArt Gallery-ში ორიგინალური გამოფენა გაიხსნება. მხატვარი ვიგენ ვართანოვი თავისი ნამუშევრებით ნაპოვნი ნივთების ხელოვნების სოაცარ სამყაროში გამოგზაურებთ.

ექსპოზიციაზე გამოტანილი იქნება თბილისელი მხატვრის ვიგენ ვართანოვის (1941-2016) ნამუშევრების უნიკალური გამოფენა – „ნაპოვნი ნივთების ხელოვნება“, სადაც წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 60-მდე კოლაჟი და ანსამბლი, რომელიც შესრულებულია ავტორის მიერ შემოქმედების სხვადასხვა პერიოდებში.

აღნიშნული გამოფენა ვიგენ ვართანოვის ნამუშევრების პირველი ოფიციალური პრეზენტაციაა ფართო საზოგადოების წინაშე. ხელოვანი კატეგორიულ უარს აცხადებდა გამოფენებზე, წამოიძახებდა ხოლმე ფრაზას: „ჯერ ადრეა. როგორმე მერე იყოს…“ მხატვრის სიცოცხლეში ეს „მერე“ ვერა და ვეღარ დადგა.

ნაპოვნი ნივთებით შექმნილი უნიკალური ხელოვნება

მხატვრის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მისმა მეუღლემ და შვილებმა გადაწყვტიეს გამოეღოთ კარი კამერულ სამყაროში, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ვიგენ ვართანოვი.

ნაპოვნი ნივთებით შექმნილი უნიკალური ხელოვნება

ვიგენ ვართნოვი დაიბადა 1941 წლის 29 ოქტომბერს პლეხანოვის გამზირის ძველებურ სახლში. ბავშვობდან იტაცებდა კინემატოგრაფია, ოცნებობდა გამხდარიყო კინოოპერატორი და სერიოზულად შეუდგა ფოტოგრაფიის ხელოვნებას. 1967 წლიდან მუშაობა დაიწყო კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მხატვარ-ფოტოგრაფად. კინოსტუდიაში მუშაობის 30 წლის მანძილზე მონაწილეობა მიიღო ქართული ფილმის ცნობილი რეჟისორების 14 ფილმის შექმნაში. ვიგენ ვართანოვი მუშაობდა ლანა ღოღობერიძესთან, ოთარ იოსელიანთან, ქეთი დოლიძესთან, ტიტო კალატოზიშვილთან…

ნაპოვნი ნივთებით შექმნილი უნიკალური ხელოვნება

ხელოვანი თავისთვის იღებდა მხატვრულ, შავ-თეთრ ფოტოებს, რომლებიც არასოდეს გამოუქვეყნებია და არც გამოუფენია. 70-იანების წლების შუა პერიოდიდან ვიგენმა დაიწყო შემოქმედებითი თვითგამოხატვის ახალი გზების ძიება კოლაჟებსა და ანსამბლებში. კოლაჟი და ანსამბლი შედარებით ახალგაზრდა მიმართულებაა ხელოვნებაში, რომელიც მხატვარს აძლევს შემოქმედებითად შეუზღუდავ თავისუფლებას.

ნაპოვნი ნივთებით შექმნილი უნიკალური ხელოვნება

ვიგენ ვართანოვი 40 წელიწადი მუშაობდა ამ ტექნიკით და შექმნა მრავალი არაფერზე მიმსგავსებული უნიკალური ნამუშევარი ფოტოგრაფიის, ჩიტების ფიტულების, საათების ციფერბლატების და მექანიზმების, მუსიკალური ინსტრუმენტების, ძველებური სათამაშოების გამოყენებით…

ნაპოვნი ნივთებით შექმნილი უნიკალური ხელოვნება

ქალაქში მისმა დაუსრულებელმა სეირნობამ ფოტოაპარატით ხელში თბილისის ისტორიის მიმართ ინტერესი აღძრა. ძველებური ფოტოები, საბუთები და სამეურნეო საგნები მისი ცხოვრების ნაწილად იქცა და ეს შემდგომში აისახა მის მრავალ კოლაჟსა და ანსამბლში.

ნაპოვნი ნივთებით შექმნილი უნიკალური ხელოვნება

თავისი ნამუშევრებისათვის ვიგენი ეძებდა ზოგჯერ პირდაპირ ქუჩაში თუნუქის დაჟანგულ ფირფიტებს და სამშენებლო ბადეებს, ყავლგასულ ჩემოდნებს, გამოჭედილ ლურსმნებს, ციფერბლატებს და საათების მექანიზმებს, გილზებს და დამწვარ მუსიკალურ ინსტრუმენტებს. მათ აწყობდა სხვენში და დროთა განმავლობაში ისინიც პოულობდნენ თავის ადგილსა და აზრს მის ნამუშევრებში.

ნაპოვნი ნივთებით შექმნილი უნიკალური ხელოვნება

ვიგენ ვართანოვის ნამუშევრების გამოფენა iArt Gallery-ში 2017 წლის 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.

Facebook Event : https://www.facebook.com/events/1548533701852697/?ti=icl