Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლალი კანდელაკის უკანასკნელი “ლაურენსია”

30 ოქტომბერი, 2017

ლალი კანდელაკის უკანასკნელი "ლაურენსია"პრიმა ბალერინა ლალი კანდელაკმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე კრეინის ბალეტში “ლაურენსია” ლაურენსიას პარტია ბოლოჯერ შეასრულა.

გადაწყვეტილება მოცეკვავემ პირადად მიიღო და ამიერიდან “ლაურენსიას” აღარ იცეკვებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლალი კანდელაკი ცეკვას თავს ანებებს.

პრიმა ბალერინა კვლავ იცეკვებს მის საუკეთესო პარტიებს და ბალეტის მოყვარულ მაყურებელს სასიამოვნო სიურპრიზებით გაანებივრებს.