Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დამახინჯებული სამთავისის ტაძარი

31 ოქტომბერი, 2017

დამახინჯებული სამთავისის ტაძარისაქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება. ბოლო პერიოდში არაერთ ძეგლზე გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის დარღვევები.

კახაბერ კენკიშვილმა სამთავისის ტაძარში გადაღებული ფოტო გაავრცელა, რომელშიც დამახინჯებული ტაძრის იერია აღბეჭდილი.

სამთავისის ტაძარი შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარია, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისშია განთავსებული.

გადმოცემის თანახმად, პირველი ტაძარი იმ ადგილას V საუკუნეში ვახტანგ გორგასალს აუგია და მისგან აღარაფერია დარჩენილი. X-XI საუკუნეებში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი, ახლანდელი ტაძარი კი 1030 წლით თარიღდება.

2007 წლის 24 ოქტომბრიდან სამთავისის კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.

დამახინჯებული სამთავისის ტაძარი