Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დათა თავაძის გამარჯვება ბულგარეთში

8 ოქტომბერი, 2017

დათა თავაძის გამარჯვება ბულგარეთშიქართველი რეჟისორი დათა თავაძე ბულგარეთში დანაილ ჩირპანსკის პრემიით დააჯილდოვეს.

ჯილდო ახალგაზრდა ხელოვანმა სამეფო უბნის თეატრისა და რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კოპროდუქციისთვის “სახეები” მიიღო. სპექტაკლმა გაიმარჯვა ნომინაციაში ”საუკეთესო ანსამბლი”.

დათა თავაძემ წარმოდგენა ნობელის პრემიის ლაურეატი იაპონელი მწერლის იასუნარი კავაბატის მოთხრობების მიხედვით დადგა.

დრამატული ჟანრის სპექტაკლში მთავარ როლებს ნატალია გაბისონია და ნიკა გოგიძე ასრულებენ.

დათა თავაძის გამარჯვება ბულგარეთში