Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გრანპრი მამუკა ლორიას

26 ოქტომბერი, 2017

გრანპრი მამუკა ლორიასრუსთაველის თეატრის მსახიობმა მამუკა ლორიამ სევასტოპოლში გამართულ წმინდა ვლადიმირის კინო ფესტივალზე გრანპრი მიიღო.

ქართველ მსახიობს მთავარი პრიზი მამის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის მიენიჭა ფილმში ,,მან თქვა დედა”.

ამ ფილმში შესრულებული როლისთვის მამუკა ლორია რამდენიმე კვირის წინ საუკეთესო მამაკაც მსახიობად აღიარეს.

მამუკა ლორიასთან ერთად 17-წუთიან ფილმში მონაწილეობენ მზია არაბული, გია კორკოტაშვილი, თამარ მაყაშვილი, სოსო ლაღიძე, მარინა ჯოხაძე.

ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი არსენ აგაჯანიანია, კომპოზიტორები კი ზურა მახნიაშვილი და გია ყანჩელი.