Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გრაკლიანი გორა გაქურდეს

2 ოქტომბერი, 2017

გრაკლიანი გორა გაქურდესინფორმაციას ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ავრცელებს:

“გრაკლიანი გორიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნის თიხის ჭურჭელი მოიპარეს (ორი ცალი). საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. საინტერესო ისაა, რომ თიხის ჭურჭელი ზუსტად იმ ადგილიდან აიღეს, სადაც სათვალთვალო კამერა იმ დღეს გამორთული იყო. ქურდობის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. ქურდობა რამდენიმე თვის წინ მოხდა.

კიდევ უფრო საინტერესო ის გახლავთ, რომ გრაკლიან გორაზე დაყენებული სამი სათვალთვალო კამერა მოხნეს. ეს ქურდობის შემდეგ მოხდა.

ამჟამად გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური გათხრები აღარ მიმდინარეობს. მუზეუმის შენობაც შუა გზაშია მიტოვებული. ეს ისტორიული ძეგლი, რომელსაც 2015 წელს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია დიდი ზარ-ზეიმით მიანიჭეს, ახლა ერთი დარაჯის ამარა, ფაქტიურად უპატრონოდაა მიგდებული.

ვისთვისაც ეს ამბავი დაუჯერებელია, ვურჩევ ადგილზე ჩავიდეს და აქ აღწერილი ვითარება თავად გადაამოწმოს.”

გრაკლიანი გორა გაქურდეს

გრაკლიანი გორა გაქურდეს