Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბათუმში ღამის კლუბი დაიწვა

19 ოქტომბერი, 2017

ბათუმში ღამის კლუბი დაიწვაბათუმის ბულვარში, სანაპიროზე კლუბი Boom Boom Beach-ი დაიწვა.

უნივერსიტეტის წინ, სანაპიროზე მდებარე კლუბი სეზონურად მუშაობს, ამიტომ ის დაკეტილი იყო და მეპატრონეებს ინვენტარიც მთლიანად გატანილი ჰქონდათ. ღამის კლუბის ხის კონსტრუქცია მთლიანად დაიწვა.

ღამის კლუბში გაჩენილი ხანძარი გამვლელებმა შეამჩნიეს და სახანძრო სამსახურს შეატყობინეს. ცეცხლი 5-მა სახანძრო ბრიგადამ ჩააქრო.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ბათუმში ღამის კლუბი დაიწვა