Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ასეთ მდგომარეობაშია ცხინვალის თეატრი

4 ოქტომბერი, 2017

ასეთ მდგომარეობაშია ცხინვალის თეატრიცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი უმძიმეს მდგომარეობაშია.

თეატრის თანამშრომელი რუსკა გელაძე ფოტოებს ავრცელებს და საზოგადოებას აცნობს პირობებს, სადაც თეატრის მესვეურებს მუშაობა უწევთ:

“გუშინ, როგორც ყოველთვის, კიდევ ერთხელ დიდი ანშლაგით ჩაიარა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ცხინვალის თეატრის სპექტაკლმა “კვაჭი”. მქუხარე აპლოდისმენტებისა და “ბრავო”-ს შეძახილის ფონზე, დიდხანს არ უშვებდა აღფრთოვანებული მაყურებელი მსახიობებს სცენიდან. მაყურებელი, რომელიც ვერც კი წარმოიდგენს, რა პირობებში უწევს დღეს თეატრს ფუნქციონირება. ვერ წარმოიდგენს, რადგან ეს დაუჯერებელია…

ეს, იმ შენობის ფოტოებია, სადაც დღეს ცხინვალის თეატრია განთავსებული. ამ შენობაში ხდება დეკორაციის, რეკვიზიტის და კოსტიუმების მოწესრიგება, ყოველი დაგეგმილი სპექტაკლისთვის. ხოლო მსახიობები, სპექტაკლის დაწყებამდე გადარბენით გავლილი რეპეტიციის ფონზე, მაინც ახერხებენ ღირსეულად წარსდგნენ ერთგული მაყურებლის წინაშე.

ერთი კვირის წინ, ხუმრობით დავდე ჩაფხუტით გადაღებული ფოტოები. ხუმრობით იმიტომ, რომ მეგონა ეს დროებითი ამპლუა იყო. მსახიობებს დიდი ხანია შენობაში აღარ უშვებენ, მხოლოდ ტექნიკურ პერსონალს, მაგრამ დღეს ესეც შეუძლებელი გახდა… შესასვლელ კარში მუშები გადაგვეღობნენ და იძულებულები გავხდით, შენობის უკან მდებარე სათარიგო კიბით, მეორე სართულიდან ლაბირინთებით მიგვეღწია ოთახამდე. იქ კიდევ ახალი სიურპრიზი დაგვხვდა… დენი გაგვითიშეს და მობილური ტელეფონის მბჟუტავი ფარნის ფონზე მოგვიწია კოსტიუმების და რეკვიზიტის მიბინავება.

ყელში დიდი ბურთი მაქვს გაჩხერილი და მინდა ხმამაღლა ვიყვირო მათ გასაგონად, ვისაც ეს ეხება და ევალება.

ეს ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრია!!! ერთადერთი გადარჩენილი კერა ცხინვალის რეგიონიდან…”