Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინულ ”ვოისში”

5 ოქტომბერი, 2017

ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინულ ”ვოისში”ოპერის მომღერლის ირაკლი კახიძის მიერ ქართველ რობერტინო ლორეტიდ შეფასებული ალექსანდრე ზაზარაშვილი სულ მალე უკრაინულ ვოისში მიიღებს მონაწილეობას.

რუისელი ვირტუოზი არაერთი საერთაშორისო ფესტივალის თუ კონკურსის გამარჯვებულია. ის შარშან ქართულ “ნიჭიერშიც” მონაწილეობდა, სადაც ჟიურის ოთხივე წევრისგან ოთხი კი დაიმსახურა.

ალექსანდრე ოქტომბრის თვეში უკვე უკრაინის ვოისში მიიღებს მონაწილეობას და საკუთარი უნიკალური ხმით უკრაინელებისთვის იმღერებს.

მოგვიანებით კი ესპანეთში გაემგზავრება, საიდანაც მიწვევა უკვე მიიღო.