საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ბოტიჩელის ,,ვენერა” და კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციები გამოიფინა.
ლიკა ჭკუასელი ქეთი შავგულიძის ფოტოებს ავრცელებს და ეროვნულ მუზეუმს თანამედროვე ხელოვნების განვითარებისთვის თანხის არქონაში ადანაშაულებს:
“ისევ. ქვეყნის დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ეროვნულ მუზეუმში ეს “გამოფენა”.
თანამედროვე ხელოვნების განვითარებისთვის არასდროს თანხა არ აქვთ, ან სურვილი რამე წვილი შეიტანონ – თუნდაც სივრცის დათმობით. ამ სამარცხვინოობაში ამ დროს დიიიიიდ ფულს ხარჯავენ.
ფურცელზე ამობეჭდილი კარავაჯო ლაითბოქსებში.”
ინფორმაციის გავრცელებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ფოტოების ნახვისას ბევრს რუსთაველის გამზირზე, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული ვეფხისტყაოსნის ”ლაითბოქსები” გაახსენა.