23 ოქტომბერი, 2017

“უბედური ხალხი სამადაა გაყოფილი…”

– ერთნი კმაყოფილნი არიან – ,,ეეე, ბიორკი ჩამოდის ტო”. მეორენი იგინებიან ასე ძვირი რატომ ღირსო. მესამენი იგინებიან ბიორკი რა ჩამოსაყვანი იყო, ჩვენ რედიოჰედი გვინდოდაო, – აცხადებს პოლიტიკოსი ზურა ჯაფარიძე და ბიორკის კონცერტთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას ეხმაურება:

“ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ბიორკი ჩამოჰყავთ, ფინანსდება ეკონომიკის სამინისტროს და თბილისის მერიის მიერ.

ზოგადად, Check in Georgia-ს პროექტებს კულტურის სამინისტრო აფინანსებს ხოლმე, მაგრამ ეს ფესტიავლი რატომღაც ეკონომიკის სამინისტრომ ჩაიბარა (შესაძლოა კვალის არევის მიზნით)
შეგიძლიათ ნახოთ რა ღირს ბილეთი ბიორკის კონცერტზე. მეორე კონცერტიც არის, სადაც ყველაზე იაფი ბილეთი 200 ლარი ღირს. ვინ შესძლებს ამ ბილეთების ყიდვას და კონცერტზე დასწრებას?

ცხადია, მხოლოდ შეძლებული ფენა (იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა ვინც ამას გააკეთებს შეძლებული ფენის წარმომადგენელია ამ ქვეყნის სტანდარტებით, მიუხედავად იმისა თავად როგორ თვლის).

ანუ, რომ შევაჯამოთ, რა ხდება:

1. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბეში და ძალიან დიდი ნაწილი – უკიდურეს სიღატაკეში, ეს უბედური ხალხი იხდის გადასახადებს, რომლითაც ვიღაც პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით, ვიღაც ჩინოვნიკები აფინანსებენ სხვადასხვა “ბიორკის კონცერტებს”, რომელსაც ესწრებიან მხოლოდ შეძლებული ადამიანები, მათ შორის იგივე გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკოსები და იგივე შემსრულებელი ჩინოვნიკები

2. ეს პოლიტიკოსები და ეს ჩინოვნიკები ეუბნებიან ამ უბედურ ხალხს რომ ამას მათივე კეთილდღეობისთვის აკეთებენ, რადგან სხვადასხვა “Check in Georgia”-ები თურმე ტურისტებს მოიზიდავს და აქედან მათაც ექნებათ ხეირი (პენსიებს და სოც. დახმარებებს გაუზრდიან).

3. უბედური ხალხი სამადაა გაყოფილი: ერთნი კმაყოფილნი არიან – ,,ეეე ბიორკი ჩამოდის ტო”. მეორენი იგინებიან ასე ძვირი რატომ ღირსო. მესამენი იგინებიან ბიორკი რა ჩამოსაყვანი იყო, ჩვენ რედიოჰედი გვინდოდაო.

არადა, მარტო კულტურის და ეკონომიკის სამინისტროები რომ გავაუქმოთ, გარდა იმისა რომ ბევრ ასეთ წარმოუდგენელ, ირაციონალურ, უსამართლო, სამარცხვინო და იდიოტურ რაღაცეებს აღარ გავაკეთებთ, პლიუს 370.000.000 ლარს დავზოგავთ მომავალ წელს.

ფესტივალმა განცხადება გაავრცელა, მთელი წელი ყველა სხვა ივენთზე ვიღებდით ბიუჯეტიდან ფულს, მაგრამ კონკრეტულად ბიორკისთვის არ მიგვიღიაო (და ბილეთებიც ამიტომ ღირს ძვირიო).

1. რომ არა ბიუჯეტის ფული, ეგ ფესტივალი საერთოდ არ იარსებებდა;

2. მთელი წელი ბიუჯეტის ფულზე იჯდა (განცხადების ტექსტიდანაც ჩანს), ანუ იმას აკეთებდა რაზეც ეს სტატუსია;

3. ბიუჯეტიდან მიღებული ფულის რა ნაწილი მოხმარდა წინა ივენთების სუბსიდირებას და რა ნაწილი გადაანაწილა ორგანიზატორმა ბიორკზე, მაგის ბუღალტერიას ვერავინ გაარკვევს.”