1 ოქტომბერი, 2017

თათია ახალაია პარიზის მოდის კვირეულზე

ქართველმა მოდელმა თათია ახალაიამ პარიზის მოდის კვირეულზე ენდრიუ ჯი-ენ-ის გაზაფხული-ზაფხული 2018 ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მოდელმა კოლექციიდან 3 კოსტიუმი წარადგინა.

თათიამ პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში პასკალ მილეტის გაზაფხული-ზაფხული 2018 კოლექციის ჩვენებაშიც მიიღო მონაწილეობა.

ქართველმა მოდელმა ნიუ იორკისა და მილანის მოდის კვირეულებზე წარადგინა ისეთი ცნობილი დიზაინერების სამოსი, როგორებიც არიან რობერტო კავალი, ემილიო პუჩი, სტელა ჯინი, ნარცისო როდრიგესი, ქეით სპედი, ჯონათან სონდერსი და გრეი ჯეისონ ვუ.

თათია ახალაია საერთაშოსისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებული და “IC Model Management”-ის წარმატებული მოდელია.