26 ოქტომბერი, 2017

გრანპრი მამუკა ლორიას

რუსთაველის თეატრის მსახიობმა მამუკა ლორიამ სევასტოპოლში გამართულ წმინდა ვლადიმირის კინო ფესტივალზე გრანპრი მიიღო.

ქართველ მსახიობს მთავარი პრიზი მამის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის მიენიჭა ფილმში ,,მან თქვა დედა”.

ამ ფილმში შესრულებული როლისთვის მამუკა ლორია რამდენიმე კვირის წინ საუკეთესო მამაკაც მსახიობად აღიარეს.

მამუკა ლორიასთან ერთად 17-წუთიან ფილმში მონაწილეობენ მზია არაბული, გია კორკოტაშვილი, თამარ მაყაშვილი, სოსო ლაღიძე, მარინა ჯოხაძე.

ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი არსენ აგაჯანიანია, კომპოზიტორები კი ზურა მახნიაშვილი და გია ყანჩელი.