6 ოქტომბერი, 2017

განადგურებული ფრესკები ბედიის კათედრალში

დეკანოზი ილია ჭიღლაძე აფხაზეთში, ბედიის მონასტერში განადგურებული ფრესკების ფოტოებს ავრცელებს:

“გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ მესამე ბაგრატიონის (გარდ.1014 წ., დედით ლეონიანი, ეგრის–აფხაზეთის მეფეთა დინასტია) და ოდიშის (ანუ სამეგრელოს) ერისთავთ–ერისთავის გიორგი დადიანის და მისი დედის, სამეგრელოს დიოფალთ–დიოფალ მარეხის (მე–14 ს.) განადგურებული ფრესკებს ბედიის კათედრალში.

წარმოგიდგენთ ძველი ფოტოს, 1960–70–იანი წლებისას და თანამედროვე მდგომარეობის ამსახველ ფოტოს. ამჟამად გადარჩენილია მხოლოდ ორიოდე გრაფემა (კარგად იკითხება ქართული ასომთავრული ასო “ო” სიტყვიდან “დეოფალით–დეოფალი”) დედა–შვილი დადიანის საკტიტორო ფრესკიდან. ეს საკტიტორო ფრესკები მიეკუთვნებოდა მე–14 საუკუნეს და განთავსებული იყო ტაძრის სამხრეთ კედელზე, კარების მარცხნივ. სჩანს, რომ ფრესკები განზრახაა განადგურებული ქართული წარწერების და გამოსახულ პირთა ქართველობის გამო.

პ.ს. თანამედროვე ვითარების ამსახველი ფოტოები ინტერნეტეში მოვიპოვე ამ წინა თვეებში და, სამწუხაროდ, ავტორი არ ჩამინიშნავს, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი.”