23 სექტემბერი, 2017

უნიკალური ქართული ფრესკები იღუპება

ინფორმაციას მოლაშქრეთა კლუბი რონინი ავრცელებს და კირანცის მონასტერთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას ავრცელებს:

“კირანცის მონასტერი – ქართული სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს სომხეთ-აზერბაიჯანის ამჟამინდელ საზღვარზე, სომხური არმიის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანული სოფლების ასკიპარას, ბარხუდარლისა და სოფულუს სიახლოვეს, ტავუშის პროვინციაში, სოფელ კირანციდან სამხრეთ-დასავლეთით 12 კილომეტრში.

დაარსებულია XIII საუკუნეში. შემადგენელი ნაწილებია 3 ეკლესია, რამდენიმე პორტიკი, სატრაპეზო, სენაკები და დამხმარე შენობები. მონასტერს გარს ერტყა აწ უკვე ნანგრევებად ქცეული დამცავი კედელი, რომლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშიც მოთავსებულია თაღოვანი კარიბჭე. ნაგებობების უმეტესობა ნაშენებია აგურითა (რაც იშვიათობაა სომხეთში) და სუფთად თლილი ქვით.

უნიკალური ქართული ფრესკების ნარჩენები იღუპება, სომხები კი ირწმუნებიან, რომ ამ “სომხურ-ჰალკედონურ” ტაძარში არც ერთი ქართული წარწერა არაა.

აქ არც ქართველ მრევლსა და მომლოცველებს უშვებენ. სომხები ტაძარს მიზანმიმართულად ამყოფებენ ნახევრადდანგრეულ მდგომარეობაში. შედეგად იღუპება მე-13 საუკუნის უნიკალური ქართული ფრესკებიც.”