Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უნიკალური ფასადების დამახინჯების ტოტალური მცდელობა

16 სექტემბერი, 2017

უნიკალური ფასადების დამახინჯების ტოტალური მცდელობაისტორიკოსი გიორგი კალანდია განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე ახლადრეაბილიტირებული შენობების უნიკალური ფასადების დამახინჯების ტოტალურ მცდელობას აპროტესტებს:

“მე არ ვარ ნაციონალისტი და არ მაღიზიანებს უცხოელთა სიმრავლე, პირიქით, ბევრი ტურისტი მახარებს! მაგრამ ის, რაც აღმაშენებელზე ხდება, ამას სახელი არ ჰქვია!

სახელმწიფო ენის ყოველგვარი უპატივცემულობა, ქალაქის ისტორიის, მისი არქიტექტურის სრული უგულველყოფა, ისტორიული იერსახის და უნიკალური ფასადების დამახინჯების ტოტალური მცდელობა!

ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვუყურებდეთ საქართველოს დედაქალაქის ცენტრალურ პროსპექტზე ასობით უწესრიგოდ, უგემოვნოდ გაკრულ აფიშას, სადაც ერთ სიტყვას ვერ გაიგებ ქართულად, რატომ უნდა აკრავდნენ ამ გაუგებარი დიზაინის ჭრელ ქაღალდებს მე-19 საუკუნის ახლადრეაბილიტირებული ძვირფასი შენობების კედლებზე!

რატომ ვერ ამოქმედდა ამ საწყალ ქალაქში სარეკლამო რეგულაციები, სადაც ზუსტად იქნება განსაზღვრული ქართული ენის უპირატესობა, რეკლამის ზომა, ფორმა, შესაბამისობა არქიტექტურასთან. რა გახდა ეს ელემენტარული საქმე, მას ხომ მხოლოდ კეთილი ნება სჭირდება?!

რატომ არ აჯარიმებთ იმ ადამიანებს, ვინც ასე უზნეოდ თხიპნის და ანაგვიანებს ამ უნიკალურ ქალაქს?!”

უნიკალური ფასადების დამახინჯების ტოტალური მცდელობა

უნიკალური ფასადების დამახინჯების ტოტალური მცდელობა