ცხინვალის თეატრის თანამშრომლები სამსახურში ჩაფხუტებით დადიან

ივანე მაჩაბელის სახელობის ცხინვალის სახელმწიფო თეატრის თანამშრომლები სამსახურში ჩაფხუტებით დადიან. ამის მიზეზი იმ შენობის უმძიმესი მდგომარეობაა, სადაც ისინი მუშაობენ.

რუსკა გელაძე:

“ჩაფხუტებმა არ დაგაბნიოთ!!! არ შეგვიცვლია პროფესია. ისევ თეატრში ვმუშაობთ. უბრალოდ, სიცოცხლის უსაფრთხოების მიზნით, ამ ფორმით გვიწევს მუშაობა.”