11 სექტემბერი, 2017

სიახლე იუბილარი მოზარდ მაყურებელთა თეატრისგან

14 სექტემბერს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 90-ე საიუბილეო სეზონს გახსნის.

ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღეს, დიდ სცენაზე გაიმართება მწერლის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“, რომლის რეჟისორიც გიორგი თავაძეა. წარმოდგენა 19 საათზე დაიწყება.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის ფოიეში წარმოდგენილი იქნება ნოდარ დუმბაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.

საიუბილეო სეზონის განმავლობაში მოზარდ მაყურებელთა თეატრი მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს – მათ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით დაყოფილი აბონემენტების შეძენის და წარმოდგენების არჩევის შესაძლებლობა ექნებათ – ცეროდენა (2-10 წლამდე), მეგობარი (11-15 წლამდე) და თეატრალი (15 წლიდან) – თითოეული კატეგორიის აბონემენტი მომხმარებელს ოთხი ან ნაკლები სპექტაკლის არჩევის შესაძლებლობას აძლევს.