9 სექტემბერი, 2017

“საყურადღებო განცხადება”

დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის სასიამოვნო განცხადებას ავრცელებს:

”საყურადღებო განცხადება:

3 საათზე “მუსკომედიის თეატრის” ეზოდან გამოდის ავტობუსი, რომელიც მგზავრებს ჩამოიყვანს და შემდგომ თბილისში დააბრუნებს მსურველებს, ვისაც გაგიხარდებათ ჩემი და ეროვნული ორკესტრის მოსმენა წინანდალში, ჭავჭავაძეების ბაღში ახლად აშენებულ ღია საკონცერტი დარბაზში.

9 სექტემბერს ჩვენ ამ სივრცის კურთხევის საზეიმო ცერემონიას 1 საათიან კონცერტს მივუძღვნით, რომელიც 19.00-ზე დაიწყება.

დასწრება თავისუფალია და ვუძღვნით, პირველ რიგში, თავად წინანდლელებს და ასევე ყველას, ვინც ინებებს მობრძანებას.

ამ დარბაზის ოფიციალური გახსნა 14 სექტემბერსაა დაგეგმილი ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის მიერ, თუმცა გიორგი რამიშვილის და დათო საყვარელიძის ინიციატივით, პირველი სიმფონიური ორკესტრი, რომელიც ახალ დარბაზში აჟღერდება, სწორედ ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული ორკესტრია. ჩვენ შევასრულებთ ზაქარია ფალიაშვილის, ალექსი მაჭავარიანის, ბიძინა კვერნაძის, გია ყანჩელის, ჟორჟ ბიზეს და იგორ სტრავინსკის ნაწარმოებებს.

ასე რომ, მოგვწერეთ თუ გაქვთ სურვილი დასწრების. ავტობუსში 35 ადგილი გვაქვს, საკუთარი ტრანსპორტით წამოსვლაც დაშვებულია.”