22 სექტემბერი, 2017

“სანამ ჩემი ხალხი დევნილი იქნება, სოხუმში არ ჩავალ”

ოპერის მომღერალი ზურაბ სოტკილავა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ რუსეთში გარდაიცვალა. მოსკოვში მას უკვე დაემშვიდობნენ და ხელოვანი თბილისში ჩამოასვენეს.

ზურაბ სოტკილავას 23 სექტემბერს უკანასკნელ გზაზე თბილისის ოპერის თეატრიდან გააცილებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მშობლიურ აფხაზეთს, სოხუმს და მშობლების საფლავებს მონატრებული ხელოვანი ამ თემასთან დაკავშირებით ყოველთვის ემოციურად საუბრობდა:

“სოხუმში ჩავიდოდი, კაი პატივსაც მცემენ და კაციშვილი თითს ვერ გაანძრევს ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ სინდისი არ მაძლევს იმის უფლებას, რომ მე სოხუმში ვიხარხარო და იქედან გამოდევნილი 300 000 ადამიანი აქედან მიყურებდეს.

გულწრფელად ვამბობ, რომ სანამ ჩემი ხალხი დევნილი იქნება და არ დაბრუნდება, მე სოხუმში არ ჩავალ, ჩემი პროტესტი ეს არის.“