Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“რა სავალალო მდგომარეობაა”

4 სექტემბერი, 2017

"რა სავალალო მდგომარეობაა"მოუწოდებს მსახიობი ქეთევან კიკნაძე ყველას, ვინც საქართველოს ტყეებში ხანძრებს აჩენს და უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს ფლორას და ფაუნას:

“ამოღერღეთ, ვინ აჩენს ხანძარს ტყეებში. აბასთუმანში ხანძარი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, იქ არასოდეს ისეთი სიცხე არ არის, რომ ხანძრის გაჩენას ხელი შეუწყოს. ეს ნიშნავს, ჩემს მერე “ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილაო.” ეს არის ხელისუფლების ბიუჯეტის საწინააღმდეგო ქმედება, ამას ხომ ნაციონალები აკეთებენ.

შეჩერდით! რა დააშავა ბუნებამ, რა დააშავა ჩვენი ქვეყნის სილამაზემ, ეს ხომ თქვენია, ეს ხომ თქვენი შვილების სიმდიდრეა. ერთი მამის შვილები ვართ, ერთად უნდა იცხოვროს ყველამ. გახსოვდეთ, ნუ დაივიწყებთ “რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია.” ამოიწმინდეთ გულები, განიწმინდეთ, ამის საშუალება გეძლევათ.

ხალხი ტყეში გადიოდა და მდინარეების მახლობლად ქეიფობდნენ, მწვადებს წვავდნენ, წაღვერის ტყიდან სიმღერები მოისმოდა მოქეიფე ხალხის, მაშინ არ გაჩენილა ხანძარი, როცა თვრებოდნენ და შემდეგ იქაურობას ტოვებდნენ.

რა სავალალო მდგომარეობაა.”