27 სექტემბერი, 2017

ქორეოგრაფიული კრიმინალი თურქების შესრულებით

ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყნის ანსამბლების მიერ მოპარული ქართული ცეკვების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად აწვდის.

ამჯერად დავით ფოცხიშვილი თურქეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ანსამბლის კრიმინალზე საუბრობს:

“ამას ცეკვავს თურქეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ანსამბლი “ინტერნაციონალურ კონკურსზე”, სადაც მთელი მსოფლიოდან მოწვეულია ქორეოგრაფები… უკვე ჩადეს ინსტიტუტში ჩვენი ქორეოგრაფიული სტილისტიკა…

არის ეს ქართული ცეკვა თუ არა? არის ეს ჩვენი კულტურის შეურაცხყოფა? ერთს არ ახსენებენ, რომ ქართული ცეკვაა… ცეკვის სახელწოდებამ გამაოცა “Borchka”, არადა წესით უნდა ეწეროს ცეკვა “ხორუმი”.

სად ჰქონდათ თურქებს საერთოდ ცეკვა? ეს აბსურდია…. აი ახლა უკვე აქვთ! გილოცავთ! მელოდიაზე აღარ ვსაუბრობ! ბოლოს კი შედის ხორუმის რითმი.”