10 სექტემბერი, 2017

ქართველი მეცო სოპრანო ბრაუნშვაიგის თეატრში

გერმანიაში ბრაუნშვაიგის სახელმწიფო თეატრმა გადაწყვიტა ახალი თეატრალური სეზონი ჯუზეპე ვერდის ხუთმოქმედებიანი ოპერით “დონ კარლოსი” გახსნას, სადაც ქართველი მეცო სოპრანოს ნანიკო ძიძიგურის დებიუტი პრინცესა ებოლის პარტიაში დაიგეგმა.

ნანიკოს საოპერო მუსიკის მოყვარულები სხვადასხვა სპექტაკლებიდან იცნობენ – “რიგოლეტო”, “ევგენი ონეგინი”, “ჯადოსნური ფლეიტა, “ფიგაროს ქორწინება” – ეს იმ ოპერების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც ქართველმა მეცო სოპრანომ მონაწილეობა მიიღო.

გასულ წელს ნანიკო ძიძიგურმა საერთაშორისო კონკურსზე “ვერდის ხმები” გაიმარჯვა და პირველი პრემია დაიმსახურა.