28 სექტემბერი, 2017

ქართული ანიმაცია საფრანგეთის 185 კინოთეატრში

პირველად ქართული ანიმაციის ისტორიაში, ქართული ანიმაციური ფილმი “ჯიბის კაცი” საფრანგეთის 185 კინოთეატრის გაქირავებაშია.

ანა ჩუბინიძის ანიმაციური ფილმი 80 საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალზეა მიწვეული.

ეს არის პირველი ქართულ-ფრანგულ-შვეიცარიული ანიმაციური კოპროდუქცია, რომელმაც არაერთ პრესტიჟულ კინოფესტივალში მონაწილეობა და მთავარი პრიზების მოგება უკვე მოასწრო.