Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“პროვინციალიზმის გამოვლინების აშკარა ფოტო ფაქტი”

30 სექტემბერი, 2017

"პროვინციალიზმის გამოვლინების აშკარა ფოტო ფაქტი"მაშინ, როდესაც საქართველოში ტურისტები სულ უფრო ხშირად ჩამოდიან და ჩვენი უძველესი კულტურით, ბუნებით და ტრადიციებით იხიბლებიან, ჩვენ ელემენტარული ვერ ვისწავლეთ – არ დავანაგვიანოთ გარემო.

რეჟისორი დავით ცინცაძე თბილისის შუაგულში მდებარე ლეღვთახევის ფოტოს ავრცელებს და ნაგვით სავსე ტერიტორიას პროვინციალიზმის გამოვლინებას უწოდებს:

“პროვინციალიზმის გამოვლინების აშკარა ფოტო ფაქტი – როგორც მოქალაქეების მხრიდან, ასევე თბილისის ოფიციალურ სტრუქტურებში მომსახურე მოხელეების მხრიდან, რაც ასევე მეტყველებს თბილისის მერიის სისტემის არასრულფასოვნებაზე…

და ევროპაში გვინდა რომ ვიცხოვროთ…

ნაგვითაა სავსე ლეღვთახევი, პირდაპირ ბოტანიკურის გადმოსახედიდან ყრიან დაბლა ნაგავს… ერთადერთი სანაგვე ურნაა და ისიც პირამდე სავსე იყო დილის 11 საათზე. ნატალი ანდრონიკაშვილის ფოტო ალბომი.”

"პროვინციალიზმის გამოვლინების აშკარა ფოტო ფაქტი"