18 სექტემბერი, 2017

ფოთში გურამ ფირცხალავას ბიუსტი აიღეს

ქართული კინოს მსახიობის გურამ ფირცხალავას ბიუსტი ფოთში აიღეს.

მსახიობის მშობიულ ქალაქ ფოთში რამდენიმე თვის წინ გახსნილმა ბიუსტმა გურამ ფიფრცხალავას გულშემატკივრებში კრიტიკა გამოიწვია. მათი აზრით, შესაძლებელი იყო მსახიობის უკვდავსაყოფად უკეთესი ბიუსტი დამზადებულიყო.

გურამ ფირცხალავას გულშემატკივრები იმედს გამოთქვამენ, რომ აღებული ბიუსტის ადგილას უკეთესს დააბრუნებენ.