30 სექტემბერი, 2017

ოქროს ვარსკვლავი ანა ურუშაძეს

ახალგაზრდა რეჟისორის ანა ურუშაძის სადებიუტო ფილმს “საშიში დედა” კიდევ ერთი ჯილდო მიენიჭა.

ეგვიპტეში, ელ გუნას საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, სადაც საუკეთესოდ ქართველი რეჟისორის  ნამუშევარი დასახელდა.

ეს სასიხარულო ინფორმაცია მსახიობმა ნიკა თავაძემ გაავრცელა:

“ანა ურუშაძის ფილმს ,,საშიში დედა” El Gouna Film Festival-ზე მთავარი პრიზი, ოქროს ვარსკვლავი მიენიჭა! გ ი ლ ო ც ა ვ თ!”