Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მცხეთაში ისტორიულ ძეგლს ბულდოზერებით ანგრევენ

25 სექტემბერი, 2017

მცხეთაში ისტორიულ ძეგლს ბულდოზერებით ანგრევენამ ინფორმაციას არქეოლოგი გოდერძი ნარიმანაშვილი ავრცელებს და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სასწრაფოდ ძეგლის გადარჩენას სთხოვს:

“ეს ორი ფოტო ძველი მცხეთის ჩრდილოეთი კარიბჭის ადგილასაა გადაღებული. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ამ ტერიტორიაზე მიკვლეულ იქნა სასიმაგრო კომპლექსი, რომელიც ძვ.წ. 3 საუკუნშია აგებული და ახ.წ. 4 საუკუნემდე იარსება.

სიმაგრე მდინარე არაგვის ორივე ნაპირზე ყოფილა გაშენებული. მისი კედლები აღმოსავლეთით ზედაზნის მთის წვერამდე ადიოდა, დასავლეთით კი შიომღვიმის ქედზე ადიოდა. სიმაგრის გალავნის კედლების სისქე 3,5 – 4,0 მ-ს აღწევს. კედლების შემორჩენილი სიმაღლე ალაგ-ალაგ 3-4 მ-ს უდრის.

მაშინ ოთხი კოშკი გაითხარა, რომლებიც ოთხსართულიანი ყოფილა. სასიმაგრო სისტემის შიდა ტერიტორიაზე ტაძარი, სასახლის ნაშთები, მარნები, წისქვილი და სამარხები გაითხარა. ნაგებობათა უმეტესი ნაწილი ხის კონსტრუქციებით იყო გადახურული გათხრების შემდეგ და ეფექტური სანახავიც იყო.

ჟამთა სვლამ ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ საქართველოს ისტორიის ეს უნიკალური ძეგლი დღესაც ადგილზეა. თუმცა დროებით. მას ბულდოზედები მიაყენეს და ანგრევენ.

მე არ ვიცი ვინ და რა მიზნით შეიჭრა ისტორიაში, მაგრამ ძეგლს დაცვა სჭირდება: ძეგლს, რომელსაც რომის იმპერიის ძლევამოსილი სარდალი პომპეუს დიდი ახსოვს; ძეგლს, რომლის კედლებთანაც მეფე ამაზასპმა ქართლში შემოჭრილი ოსები სასტიკად დაამარცხა; ძეგლს, რომელიც ბევრ საიდუმლოს ინახავს.

მას დღეს ჩვენი დახმარება სჭირდება. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მივმართავ! გთხოვთ, სასწრაფოდ მიიღოთ ზომები ძეგლის გადასარჩენად.”

მცხეთაში ისტორიულ ძეგლს ბულდოზერებით ანგრევენ

მცხეთაში ისტორიულ ძეგლს ბულდოზერებით ანგრევენ