14 სექტემბერი, 2017

კულტურის სახლი გადაწვეს

სოფელ ახალი სამგორის კულტურის სახლი გადაწვეს.

ინფორმაციას ნუცა მძელური ავრცელებს და ფერფლად ქცეული შენობის ფოტოებს აქვეყნებს:

“მეგონა, ცუდს აღარაფერს გავიგებდი… მაგრამ ამაოდ…

სოფელ ახალი სამგორის კულტურის სახლი გადაწვეს გუშინ… აქ სოფლის გოგო-ბიჭები იკრიბებოდნენ… დგამდნენ სპეკტაკლებს… იმართებოდა ფოლკლორის დღეები…

სოფლის ერთადერთი „გასართობი ცენტრი” გუშინ გადაბუგეს… როგორ მტკივა გული…”