1 სექტემბერი, 2017

კლასიკური მუსიკის ფესტივალი ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნება

2 სექტემბერს 19 საათზე ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში რიგით მეხუთე კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Batumi MusicFest საზეიმოდ გაიხსნება.

მსმენელის წინაშე სოლისტების ამპლუაში წარსდგებიან იუნესკოს მშვიდობის არტისტი და მრავალი პრემიის და ჯილდოს მფლობელი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე და ვიოლონჩელისტი ალექს ჩაუშიანი. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრს დავით მუქერია უდირიჟორებს.

ფესტივალის საზეიმო გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტზე შესრულდება ვაგნერის უვერტიურა “რიენცი”, სენ-სანსის კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისთვის N1, თხ.33, a-moll და ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტი N1, C-dur.