პიანისტი ირმა გიგანი პატარაობდან ყურადღების ცენტრშია. მისი მუსიკალური ცხოვრება 3 წლის ასაკიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება.
ირმას კიდევ ერთი წარმატების შესახებ ინფორმაციას მაია გოგორიშვილი ავრცელებს:
“სასიხარულო ამბავი!
ვულოცავ ჩვენს უნიჭიერეს პიანისტს ირმა გიგანს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სტიპენდიანტის წოდებას!
როგორც ჯანუკი იტყოდა “სულ ზევით ზევით”. გვიყვარხართ.”