21 სექტემბერი, 2017

გელა დაიაური: “დაცარიელდა სამყარო…”

პოეტი გელა დაიაური ტრაგიკულად დაღუპულ მეუღლეს, მომღერალ თეონა ქუმსიაშვილს და შვილებს ჯარჯის და დემეტრეს კიდევ ერთხელ ტკივილიანი ჩანაწერით იხსენებს:

“ყველაფერი დავკარგე და დავცარიელდი… დაცარიელდა სამყარო… ვგრძნობდი, რომ რაღაც დიდი გავიდა ჩემი სულიდან… სულ ვფიქრობდი, ოჯახი დავკარგე და ესაა მიზეზი თქო.

არა და შენთან და თქვენთან ერთად იმედი დამიკარგავს, თეო… იმედი, რომ როდესმე ბედნიერი ვიქნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ მზეს და გაზაფხულს ოდესმე ისეთივე მადლი და სურნელი ექნება, როგორც შენამდე და თქვენამდე…

იმედიც გამოგყოლიათ ჩემო თბილებო..
იმედი… იმედიი.. იმედიიიი !!!
მიყვარხარ, კუნწულიკო.”