23 სექტემბერი, 2017

“ეს არის საკუთარი მოქალაქეების აბუჩად აგდება”

აცხადებს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი და განახლებულ პეკინის გამზირზე ავტობუსის გაჩერების აღმნიშვნელ ინგლისურენოვან წარწერას აპროტესტებს:

“აი, რატომ, რატომ?

რატომ იმეორებს თბილისის მერია შარშანდელ შეცდომას და ისევ მხოლოდ ინგლისურად გვაფრთხილებს?

მე ძალიან მომწონს პეკინის განახლებული გამზირი, მაგრამ არ მომწონს ინგლისურად დაწერილი BUS LANE.

ეს არის სახელმწიფო ენის უპატივცემულობა, ეს არის საკუთარი მოქალაქეების აბუჩად აგდება.

იყოს სხვა ენაზე დაწერილიც, მაგრამ ქართულად აუცილებლად.

რა გახდა ამის გაკეთება?”