19 სექტემბერი, 2017

“ძალიან ვიტანჯები”

მომღერალი ნინო ბაშარული იტანჯება, რომ დედა შვილს იავნანას აღარ უმღერის. მისი ოცნებაა, ბაღის ბაშვების კი არა, სკოლის მოწაფეების დილაც არ მუსიკით იწყებოდეს:

“მე მუსიკოსი ვარ და უფლება მაქვს, სიტყვის და ბგერის საშუალებით ვიბრძოლო სამყაროს გადარჩენისთვის, ჩემი შემოქმედებით მე გამოვთქვამ დიდ ტკივილს მსოფლიოს სიყვარულის დეფიციტის გამო, გლობალური შიმშილის, ტერორიზმის, ეკოლოგიური დაბინძურების, კომპიუტერის მიერ ჩვენი გონების შეპყრობის და ადამიანური ემოციების გადაგვარების გამო…

მე ძალიან ვიტანჯები იმით, რომ დედა შვილს აღარ უმღერის იავნანას… მხოლოდ ფესვების მქონე და მაღალი ღირებულების მუსიკას შეუძლია ადამიანის ქვეცნობიერში ღრმად ჩასვლა და მისი გაკეთილშობილება. ის ხომ კოსმოსის ანარეკლია…

ჩემი ოცნებაა, რომ არა თუ ბაღის ბავშვების, არამედ სკოლის მოწაფეების დილაც იწყებოდეს ამ მუსიკით!”