დართლოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაამახინჯეს

დართლოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაამახინჯესდართლოს საბჭეო – ტრადიციული სასამართლო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აქ სამოქალაქო სადაო და სისხლის სამართლის საქმეები განიხილებოდა უხუცესთა სასამართლოს “საბჭეო”-ს მიერ, რაც დღევანდელი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროტოტიპია. სოფელ დართლოში დღესაც შემორჩენილია ნაფიც მსაჯულთა 12 ქვის სკამი და სასამართლოს გამართვის ადგილი “საფრინდაო”.

სწორედ 12 სკამიდან ერთ-ერთი დააზიანა ვინმე ნინო.ი-მ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაამახინჯა. ინფორმაციას ამის შესახებ თამრო იდოიძე ავრცელებს:

“აბა, თუ მიხვდებით რა არის ეს?! მიხვდით ხო? ვინმე ნინო.ი-მ თავისი კვალი დატოვა დართლოში… არა, ისე უბრალოდ კი არ დატოვა, ამის მერე ვინც აქ მოხვდება, ყველა გაიგებს რომ ის აქ იყო!!!

რატომ? იმიტომ რომ ამ ვინმე ნინომ თავისი ყოფნა დართლოს სასამართლოს ერთ-ერთ ქვაზე აღბეჭდა!!! კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაამახინჯა!!! სასახელო ისტორიას სამარცხვინო მიუმატა და ბედნიერმა დატოვა დართლო..ალბათ ამაყობს კიდეც თავის მიერ შექმნილი ახალი ისტორიული დეტალით თუშეთის ცხოვრებაში!!!!

აი, არ ვიცი რა აზროვნების, რა განათლების, რა შეგნების და რა ღირებულებების მატარებელი უნდა იყო, როცა მსგავს ვანდალიზმს სჩადიხარ!!! შე კაი დედ-მამიშვილო, რო მიადექი და ხელწერას ტოვებ შენ გააკეთე?! მამაშენმა იწვალა?! ამხელა ისტორიულ ძეგლს რო ანადგურებ, ვინ ხარ საერთოდ?! საიდან მოხვედი?!

აი, ისიც არ ვიცი ვინაა ეს ნინო.ი და კიდე კაი არ ვიცი და არც თვითონ იცის როგორ გაუმართლა ამის კეთებისას თავზე რო არ წავადექი!!!!

დართლოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაამახინჯეს

არავინ თქვას რო შეიძლება არ იცოდა სად წერდა!!! მეტრიანი აბრა დგას ამ საბჭეოსთან და წაიკითხავდა როგორმე!!! უბრალოდ გაუნათლებელი ვანდალი და ვიგინდარა ადამიანებიც არსებობენ, ვისაც სულ ფეხებზე ჰკიდია კულტურაც, ისტორიაც და ღირებულებებიც!!!

ძალიან ვეცადე კორექტული ვყოფილიყავი, მაგრამ კორექტულობის ღირსიც არაა ის, ვინც ასეთ რამეს სჩადის!!!

პატივისცემით!!!”