25 სექტემბერი, 2017

ბათუმის კინოფესტივალმა გამარჯვებულები დააჯილდოვა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა.

საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

BIAFF 2017-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – მოჰსენ მახმალბაფი (ჟიურის თავჯდომარე, დიდი ბრიტანეთი), სიდიქ ბარმაკი (საფრანგეთი), ბორის შულმან (შვედეთი), დიანა აშიმოვა (ყაზახეთი), ნუცა ალექსი მესხიშვილი (საქართველო) გამოავლინა გამარჯვებულები:

გრანპრი – ნაზი არსება, სერგეი ლოზნიცა, უკრაინა/გერმანია/ჰოლანდია/რუსეთი/ლიტვა, 2017; 143 წთ.

საუკეთესო რეჟისურა – შუქ-ჩრდილი” (ჩლაირე Oბსცურე), იეშიმ უსტაოღლუ, თურქეთი/პოლონეთი/საფრანგეთი, 2016

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – მერაბ ნინიძე ფილმში “იუპიტერის მთვარე“, კორნელ მუნდრუცო, უნგრეთი/გერმანია, 2017

საუკეთესო მსახიობი ქალი – ეჩემ უზუნ, ფილმში „შუქ-ჩრდილი” (ჩლაირე Oბსცურე), იეშიმ უსტაოღლუ, თურქეთი/პოლონეთი/საფრანგეთი, 2016

ჟიურის სპეციალური პრიზი – ფილმი „დედე“, მარიამ ხაჭვანი, საქართველო/კატარი, 2017, 97 წთ. და ფილმის „წვეულება“ (სალი პოტტერ, დიდი ბრიტანეთი, 2017, 71 წთ. ) სამსახიობო ანსამბლი.

BIAFF 2017-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – ალექსანდრე რეხვიაშვილი (საქართველო – ჟიურის თავჯდომარე), შონ მაკალისტერი (დიდი ბრიტანეთი), მეჰმეთ ალი არსლან (თურქეთი), ვიქტორ კუფალ (გერმანია), სეიფოლა სამადიანი (ირანი), შემდეგი პრიზები გასცა:

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – ცემენტის გემო, ზიად ქალთოუმ, გერმანია/ლიბია/სირია/არაბეთის გაერთიანებული საემიროები/კატარი, 2017, 85 წთ.

ჟიურის სპეციალური პრიზი – „მზის ქალაქი“, რატი ონელი, საქართველო/აშშ/ქატარი/ჰოლანდია, 2017, 104 წთ. და „თავისუფლების დღე“, უგის ოლტე/მორტენ ტრაავიკ, ნორვეგია/ლატვია, 2016, 100 წთ.

BIAFF 2017-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურიმ – საფარ ჰაქდადოვ (ჟიურის თავჯდომარე, ტაჯიკეთი), ჰანა მახმალბაფი (დიდი ბრიტანეთი), ნინელი ჭანკვეტაძე (საქართველო) ორ ძირითად ნომინაციაში გასცა პრიზები:

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – ნაზი ღამე, ქიუ იანგი, ჩინეთი, 2017

ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) გადაეცა სამ ფილმს – ანა, მარგო ზუბაშვილი, საქართველო, 2017, სამი საფეხური, სოსო ბლიაძე, საქართველო, 2017 და ვალპარაიზო, კარლო სირონი, იტალია, 2017

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ – მოჰსენ მახმალბაფს (ირანი/დიდი ბრიტანეთი), გია ყანჩელს (საქართველო) და ვახტანგ კიკაბიძეს (საქართველო).